მისია და ხედვა
ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ საქართველოს ინფრასტრუქტურულ და ინდუსტრიულ განვითარებას მაღალი ხარისხის მძიმე ტექნიკის, ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და სრული ტექნიკური სერვისის მიწოდებით.

ჩვენ მიზნად ვისახავთ ინოვაციური, მულტიფუნქციური სერვისცენტრის მეშვეობითა და მაღალი ხარისხის ტექნიკით მომხმარებელს შევთავაზოთ უსწრაფესი ტექნიკური მხარდაჭერა და გრძელვადიანი, სანდო პარტნიორობა. ამ მიდგომით, „დევექსი“ უზრუნველყოფს ქართული სამშენებლო და ინფრასტრუქტურული ბიზნესის შეუფერხებელ და ეფექტურ განვითარებას.

ჩვენი ხედვა

ჩვენი ხედვაა გავხდეთ მძიმე და სამშენებლო ტექნიკის ინდუსტრიის უდავო ლიდერი და ყველაზე სანდო პარტნიორი საქართველოში.

ჩვენ ვხედავთ მომავალს, სადაც „დევექსი“ ასოცირდება უმაღლესი სტანდარტის სერვისთან, ხელმისაწვდომ ინოვაციებთან და გრძელვადიან, სტაბილურ ბიზნეს ურთიერთობებთან, რომლებიც პროგრესის მამოძრავებელი ძალაა.